საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ფრანგულ ტელეკომპანია
"ფრანს 3"-ის პირდაპირ ეთერში აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით შექმნილ
ვითარებაზე ისაუბრა. მისი თქმით, საკმაოდ ტრაგიკული ვითარებაა და ეს ხდება ევროპის
კონტინენტზე.
"მისტერ პუტინმა გადაწყვიტა, რომ ეს ხალხი საკუთარ სახლებს არ უნდა
დაუბრუნდეს, რადგან ის მათ აღარ ეკუთვნით, როგორც ხედავთ საკმაოდ ტრაგიკული
ვითარებაა და ეს ხდება ევროპის კონტინენტზე. ეს არ შეეფერება 21-ე საუკუნის
გამოწვევებს, ისევე როგორც რუსეთის რეალურ ძალას. ამიტომ, მე ოპტიმისტურად ვარ
განწყობილი, მიუხედავად იმისა, რომ ვითარება ტრაგიკულია.", - ასე უპასუხა
საქართველოს პრეზიდენტმა ჟურნალისტის კითხვას: "დროთა განმავლობაში რამდენად
გართულდება რუსული ჯარების გაყვანა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის
ტერიტორიებიდან?".