ნიკოლა სარკოზიმ დღევანდელი სიტყვით გამოსვლით საქართველოსაც, რუსეთსაც და ევროპასაც ასიამოვნა. ეს განცხადება "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას "რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ბერძენიშვილმა გააკეთა.
"იკოლა სარკოზის გამოსვლა იყო კლასიკური გამოსვლა. საფრანგეთის პრეზიდენტი გამოვიდა და საქართველოსაც ასიამოვნა, რუსეთსაც ასიამოვნა, ევროპასაც და ყველასაც. ყველასგან ტაში მიიღო და წავიდა. აბსოლუტურად კლასიკურად დაწერილი სიტყვა იყო. ახსენა ტერიტორიული მთლიანობა, ახსენა რომ მშვიდობა არ არის დამყარებული, მაგრამ ასევე ახსენა, რომ ომი გაჩერდა. თქვა ისიც, რომ საქართველომ უნდა დაიწყოს მოლაპარაკება რუსეთთან. ამაზე აქცენტები არ იქნება სახელისუფლებო მედიაში, მაგრამ ასევე ახსენა დემოკრატია, რომლის დონე თურმე არ არის ისეთი, როგორც საჭიროა. ყველაფერი თქვა რაც საჭირო იიყო. ვერსად ვერ მოედავები. საქართველოს მხარდაჭერასთან აქ იყო რუსეთის მხარდაჭერა და ყველაფრის მხარდაჭერაც", - განაცხადა ბერძენიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი თბილისში, თავისუფლების მოედანზე სიტყვით დღეს, მიხეილ სააკაშვილთან გამოვიდა.