მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც პოლიტიკასი ჩაბმისა და 2012 წელს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის გადაწყვეტილების სესახებ განცხადება გააკეთა აცხადებს, რომ ქვეყანასი არსებული ვიტარებიდან გამომდინარე „სააკაშვილს თითქმის გარანტირებული აქვს აიხდინოს თავისი ოცნება _ მუდმივად დარჩეს ხელისუფლებაში", -
ივანიშვილის თქმით, საბედნიეროდ, საქართველოში არსებობს რეალური ოპოზიციაც, მაგრამ მას არაერთი მიზეზის გამო, არ ძალუძს, სერიოზული წინააღმდეგობა გაუწიონ სააკაშვილსა და მის ნაციონალურ პარტიას.
„შესაბამისად, დღევანდელი გადასახედიდან, სააკაშვილს თითქმის გარანტირებული აქვს აიხდინოს თავისი ოცნება _ მუდმივად დარჩეს ხელისუფლებაში", - აცხადებს ივანიშვილი და დასძენს, - „სააკაშვილს ვერ გაუცნობიერებია მთავარი: ამ მეთოდებით _ ძალადობითა და სიცრუით, რითაც ის ქვეყანას მართავს, რაც უფრო დიდხანს დარჩება სახელმწიფოს სათავეში, მით უფრო მძიმე მდგომარეობაში ჩააგდებს ქვეყანას და რასაკვირველია, მით უფრო მძიმე იქნება მისი პირადი ხვედრიც _ ისტორიაში ამის უამრავი მაგალითი არსებობს, საამისოდ უახლესი პერიოდის გახსენებაც კი საკმარისია".