ყველა ტელევიზიას, მათ შორის `მაესტროს~ და `კავკასიას~, სააკაშვილი აკონტროლებს. ამის შესახებ ნათქვამია მილიარდერის ბიძინა ივანისვილის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელშიც მან პოლიტიკაში მოსვლის გადაწყვეტილებების მიზეზები განმარტა.
„ყველა ტელევიზიას, მათ შორის `მაესტროს~ და `კავკასიას~, სააკაშვილი აკონტროლებს. დასახელებული ტელეარხები სპეცდანიშნულების ფსევდოოპოზოციურ მედიასაშუალებებს წარმოადგენენ. `მაესტრო~ და `კავკასია~ ძირითადად თბილისს მოიცავენ. მოგეხსენებათ, რომ დედაქალაქში ხალხი ყველაზე მეტად არის ინფორმირებული, ამ ორი ტელევიზიის გარეშეც თბილისელების დიდმა ნაწილმა კარგად იცის, თუ როგორია რეალობა; რასაკვირველია, გარდა იმ თბილისელებისა, ვინც პირდაპირ კავშირშია სააკაშვილის მთავრობასთან (მუშაობენ ან რაიმე სახის დაფინანსებას ღებულობენ), მას დედაქალაქში პრაქტიკულად მხარდამჭერი არ ჰყავს. შესაბამისად, ის კრიტიკა, რომელიც ამ ტელევიზიების საშუალებით ხორციელდება, სააკაშვილს ბევრს არაფერს აკლებს, სამაგიეროდ, რამდენიმე მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს:
_ არსებობს ტრიბუნა, სადაც ფსევდო თუ რეალურ ოპოზიციას სისტემატურად შეუძლია საკუთარი პოზიციის გამოხატვა და სააკაშვილის კრიტიკა. პოლიტიკოსებთან ერთად, გამწარებულ მოქალაქეებსაც ეძლევათ საშუალება, ტელეფონის მეშვეობით მიიღონ მონაწილეობა მთავრობის საქმიანობის შესახებ მომზადებულ კრიტიკულ გადაცემებში და თავისი გულისწყრომა გამოხატონ _ მოკლედ რომ ვთქვათ, ორთქლი გამოუშვან: ეს მათ გარკვეულწილად აგრესიისგან ათავისუფლებს და ამცირებს სხვა ხერხების (ქუჩა და სხვა) გამოყენების აუცილებლობას.
_ საქართველოს მოქალაქეებსა და უცხოელებს მუდმივად შეახსენებენ, რომ საქართველოში არსებობს ორი ოპოზიციური ტელევიზიაა, სადაც მუდმივად აკრიტიკებენ მთავრობას და ამით სურთ, საქართველო დემოკრატიისა და აზრის თავისუფლების სავანედ წარმოაჩინონ.
_ ფსევდოოპოზიციური პოლიტიკოსისა თუ პარტიის `რასკრუტკა~ (წარმოჩენა, ხელშეწყობა, გაპიარება).
_ რეალური ოპოზიციის კრიტიკა სასურველ დროს სასურველი კუთხით (მაგალითად _ Fფსევდოოპოზიციონერისგან);
_ სპეციალური ინფორმაციის `სწორად~ და დროულად მიწოდება.
_ 26 მაისის მოვლენების დროს `მაესტროს~ საკმაოდ ბევრ ეპიზოდში აშკარად `აღარ ეცალა~ ოპოზიციონერობისთვის, ზოგჯერ კი ამის პრეტენზიაც კი არ ჰქონდა.
_ 26 მაისის მსგავს და უფრო მწვავე სიტუაციებში, ეს ორი ტელევიზია ზუსტად ისე მოიქცევა, როგორც სააკაშვილისთვის იქნება მოსახერხებელი და ხელსაყრელი. ამიტომაც, ეს ორი ფსევდოოპოზიციური ტელევიზია, ჩემი აზრით, სააკაშვილისთვის უფრო მეტად ეფექტურია, ვიდრე სხვა დანარჩენი", - აცხადებს ივანიშვილი.