საქართველოში თავისუფალი ბიზნესი აღარ არსებობს და მას სააკაშვილის ჯგუფი მთლიანად აკონტროლებს. ამის შესახებ მილიარდერის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც მან პოლიტიკაში მოსვლის გადაწყვეტილების მიზეზების განმარტებისას გააკეთა.
„საგადასახადოს, პროკურატურის და სასამართლოს გამოყენებით ქართულ ბიზნესზე ისეთი გაუგონარი ძალადობა განხორციელდა, რომ საქართველოში, პრაქტიკულად, თავისუფალი ბიზნესი აღარ არსებობს _ მას სააკაშვილის ჯგუფი, შესაბამისი ფინანსური შემოსავლებით, მთლიანად აკონტროლებს", - აცხადებს ივანიშვილი.
მისივე თქმით, ნორმად გახდა დემონსტრაციების აგრესიული დარბევა, მონაწილეების დაუზოგავად, უმოწყალოდ ცემა და დევნა.
„26 მაისის აქციის დარბევის შემდეგ არიან მოკლულები და დაკარგულები; საოცრად გამარტივდა ხალხის დაჭერა და ეგრეთ წოდებული საპროცესო გარიგებით _ ფულის გადახდის შემდეგ გამოშვების პროცესი. დაჭერებისAამ მეთოდმა საქართველოს მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი უკიდურესად დააშინა და არნახული სიღარიბის ზღვართან მიიყვანა", - აცხადებს ივანიშვილი.