რუსი ოპოზიციონერის, ცნობილი მოჭადრაკე გარი კასპაროვის განცხადებით, პუტინი ხელისუფლებას მხოლოდ იმ შემთხვევაში დატოვებს, თუ ის ფიზიკურად არ იქნება ცოცხალი.
"ყველასთვის გასაგებია, რომ რუსეთის მომავალი საპრეზიდენტო არჩევნები აბსოლუტურად არალეგიტიმურია. ეს არ არის არჩევნები. ეს არის პუტინის ხელისუფლების დაბრუნების ძალისმიერი აქცია. მან ყველას ღიად განუცხადა, რომ აპირებს სამუდამოდ დარჩენას მმართველად. შემთხვევითი არ იყო, რომ მისმა პრესსპიკერმა უკანასკნელი გამოსვლისას ასეთი კეთილი სიტყვებით მოიხსენია ლეონიდ ბრეჟნევი. ეს არის ზუსტი სიგნალი საზოგადოებისადმი, რომ პუტინი ხელისუფლებას მხოლოდ იმ შემთხვევაში დატოვებს, თუ ფიზიკურად არ იქნება ცოცხალი", - განაცხადა კასპაროვმა ტელეკომპანია "იმედთან" საუბრისას.
მისი თქმით, საზოგადოება უკვე ხდება, რომ სამუდამოდ პუტინთან ერთად დარჩენა კატასტროფა იქნება.