"ერონული ფორუმის" ერთ-ერთ ლიდერი კახა შარტავა "ექვსიანის" დაშლაზე ლაპარაკს ნაადრევს უწოდებს. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" ეროვნული ფორუმის პრესსამსახურში განუცხადეს.
შეგახსენებთ, რომ "ექვსიანის" დაშლაზე პირველი კომენტარი ტელეკომპანია "მაესტროს" ეთერში ირაკლი ალასანიამ გააკეთა. მისი თქმით, დაშლის მიზეზი სხვადასხვა საკითხებზე შეუთანხმებლობა გახდა. განცხადება გააკეთა "ექვსიანში" შემავალმა ოთხმა პარტიამაც ("რესპუბლიკური პარტია", "კონერვატორები", "ხალხის პარტია" და საქართველოს გზა"). განცხადების თანახმად, აღნიშნული პარტიები კოალიციის დაშლაში ბრალს "თავისუფალ დემოკრატებსა" და "ეროვნულ ფორუმს" სდებენ.
""კონსერვატიული პარტია", "რესპუბლიკური პარტია", "საქართველოს გზა" და "ხალხის პარტია" ექვსიანის დაშლასთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ბოლო ხანებში გაირკვა, რომ კოალიციის "თავისუფალი არჩევანისთვის" ორი დამფუძნებელი პარტნიორი (თავისუფალი დემოკრატები და ეროვნული ფორუმი), სხვადასხვა მიზეზის გამო, სადამფუძნებლო შეთანხმების შესრულებაზე უარს ამბობს და აღნიშნულ 4 პარტიას სთავაზობდა დაგეგმილი და გამოცხადებული კოალიციური ინტეგრაციის გადადებას გაურკვეველი მიზეზებით, გაურკვეველი ვადით და გაურკვეველი მოვლენების მოლოდინში", - აღნიშნულია განცხადებაში.