"ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" ერთ-ერთ ლიდერ ლევან ვეფხვაძის განცხადებით, "ექვსიანის" დაშლაში რაიმე განსკუთრებული ან ტრაგიკული არაფერი მომხდარა.
"თავის დროზე ჩვენი იქიდან წამოსვლის მიზეზი იყო ის, რის გამოც ახლა დაიშალა "ექვსიანი". ეს ეხება საარჩევნო ბლოკად გაერთიანება არ გაერთიანებას. მაშინაც იყო ამაზე საუბარი და კატეგორიულად წინააღმდეგნი ვიყავით პოლიტიკურ ბლოკად გაერთიანების. როგორც ჩანს, "ექვსიანში" შემავალმა პარტიებმაც ვერ მოილაპარაკეს, რა ფორმით გაეგრძელებინათ ურთიერთობა. "ექვსიანის" დაშლაში მე რაიმე განსაკუთრებულს ან ტრაგიკულს ვერაფერს ვხედავ. ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკური პროცესი. პარტიები ან იქნებიან ერთდ, ან არ იქნებიან", - განაცხადა ვეფხვაძემ "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას.
მისი თქმით, პოლიტიკური ცხოვრება გრძელდება და მთავარია რა მოხდება ამ დაშლის შემდეგ.
შეგახსენებთ, რომ "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა ირაკლი ალასანიამ ტელეკომპანია "მაესტროს" ეთერში გუშინ "ექვსიანის" დაშლის შესახებ განცხადება გააკეთა.