ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ალექსანდრე ხეთაგურის განცხადებით, ქვეყანა ენერგეტიკულ პროექტებს ახორციელებს იმისათვის, რომ ქვეყნის საექსპორტო პოტენციალი მაქსიმალურად იყოს გაზრდილი.
მინისტრის თქმით, გასული წელი იყო უპრეცენდენტო, რადგანაც ქვეყანამ ექსპორტზე 1 მლრდ. 300 მლნ. კვტ/სთ ელექტროენერგიის ექსპორტი განახორციელა.
"შედარებისათვის, ჩვენ 2005 წელს სწორედ 1 მლრდ. 300 მლნ. კვტ/სთ ელექტროენერგიის იმპორტი განვახორციელეთ. ანუ, ბოლო 5 წელიწადში სრული იმპორტიორიდან სრული ექსპორტიორი გავხდით. თითოეული ახალი ელექტროსადგური უზრუნველყოფს იმას, რომ ქვეყნის საექსპორტო პოტენციალი კიდევ უფრო გაიზარდოს, რაც ქვეყნის ეკონომიკური ზრდის მყარი გარანტი იქნება", - აღნიშნა ხეთაგურმა.
მინისტრის თქმით, მნიშვნელოვნადაა ასევე შემცირებული დანაკარგები, მინისტრის განმარტებით, გადამცემ ქსელში დანაკარგები, დღეის მონაცემებით უკვე 1,7 %-ია.