"საფრანგეთის პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტი ემოციური და სანახაობრივი იქნება", - ასე აფასებს ნიკოლა სარკოზის საქართველოში ჩამოსვლას საფრანგეთის ელჩი.
ერიკ ფურნიეს განცხადებით, საფრანგეთის პირველ პირს ხალხთან შეხვედრა სურს და მისი მთავარი გზავნილი საქართველოსთვის სოლიდარობის გამოცხადება იქნება.
ნიკოლა სარკოზი საქართველოს 7 ოქტომბერს ეწვევა. ის მიხეილ სააკაშვილს შეხვდება და საუბარი როგორც ქვეყნებს შორის ურთიერთობებს, ასევე რეგიონალური უსაფრთხოების საკითხებს შეეხება.
შეხვედრაზე ასევე განიხილავენ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების პრობლემატიკას. საფრანგეთის პრეზიდენტი თავისუფლების მოედანზე სიტყვით გამოვა და საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს.