ვმო-ს შესახებ მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდი, შესაძლოა, ბოლო აღმოჩნდეს. ამის შესახებ დღეს გამართულ ტრადიციულ ბრიფინგზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანიამ განაცხადა. მისი თქმით, ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანების შესახებ მიმდინარე მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი საქართველო-რუსეთს შორის 7-8 ოქტომბერს, ჟენევაში გაიმართება.
"ქართული მხრიდან დელეგაციას პრემიერ-მინისტრის მრჩეველი თამარ კოვზირიძე და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგი კაპანაძე უხელმძღვანელებს. საქართველოს დელეგაციას მკაფიო მოთხოვნები გააჩინა იმ პირობებთან დაკავშირებით, რომლითაც რუსეთი უნდა გაწევრიანდეს აღნიშნულ ორგანიზაციაში. ჩვენ არ ველით რაიმე რადიკალურ ცვლილებას რუსეთის ხისტ პოზიციასთან დაკავშირებით. ასევე, არ არის მოსალოდნელი, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვან საკითხებზე რუსულმა მხარემ მოქნილობა გამოიჩინოს", - განაცხადა ჯალაღანიამ.
მისივე თქმით, მიუხედავად რუსული პოზიციისა, ქართული მხარე მზად არის დიალოგისთვის.
"თუ ეს ვერ შედგა, ჩვენ იძულებულები ვიქნებით, რბილად რომ ვთქვათ< არ შევუწყოთ ხელი რუსეთის გაწევრიანების საკითხის გადაჭრას მოლაპარაკებების ამ რაუნდზე. უკეთეს შემთხვევაში, მოსალოდნელია, რომ დიალოგმა მომავალ წელს გადაინცვლოს", - განაცხადა ჯალაღანიამ.