ე.წ ღორის გრიპთან დაკავშირებით აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლებამ საგანგებო განცხადება გააკეთა.
დე-ფაქტო მთავრობა აღიარებს, რომ ვირუსის გავრცელებამ ფარტო მასშტაბები შეიძინა. აფხაზეთში არ გააჩნიათ სათანადო მედიკამენტები. დიაგნოზის დასმა კი მხოლოდ სოჭშია შესაძლებელი.
აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლება საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართავს და ვირუსისათვის საჭირო მედიკამენტების მიწოდებას ითხოვს.