ე.წ. სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტობის კანდიდატს ჯამბოლატ თედეევს ცხინვალში მდებარე ე.წ. ცენტრალურმა საარჩენო კომისიამ "პრეზიდენტობის კანდიდატად" რეგისტრაციაზე უარი უთხრა. ინფორმაციას ამის შესახებ ე.წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი ავრცელებს.
ე.წ. ცესკოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში, სადაც კანდიდატის რეგისტრაციისათვის უარის თქმის მიზეზია განმარტებული, ნათქვამია, რომ ე.წ. კანონმდებლობის შესაბამისად, ე.წ. პრეზიდენტობის კანდიდატი ე.ე.წ სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე უნდა ცხოვრობდეს.
ჯამბოლატ თადეევს კი ბოლო 10 წლის განმავლობაში ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე არ უცხოვრია.