საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს ეროვნული გვარდიის ახალი შენობის გახსნის საზეიმო ცერემონიალზე განაცხადა, რომ საქართველოს სახელმწიფოს უპირველესი ამოცანა ქართველი ოფიცრების, სერჟანტებისა და კაპრალების მომზადებაა.
"აღარასოდეს უნდა განმეორდეს სიტუაცია, როდესაც მეთაურები საკმარისად მომზადებულნი არ არიან, როდესაც, ჩვენი მებრძოლი გულანთებული ბიჭები აღმოჩნდნენ მიტოვებულები სადღაც სათანადო ინსტრუქციების გარეშე. ამიტომაც პირველი ჩვენი ამოცანა არის ქართველი ოფიცრების, სერჟანტებისა და კაპრალების მომზადება",_ განაცხადა მიხეიოლ სააკაშვილმა და ასევე დაძინა, რომ ამათან ერთად ყველა ოჯახი და ყველა ადამიანი ვისაც შეუძლია ბრძოლა საქართველოსთვის იყოს მომზადებული იმისათვის, რომ იბრძოლოს და დაიცვას თავისი ქვეყანა.
"ამის გარეშე ლანგარზე თავისუფლების გრძელვადიან გარანტირებსა და ჩვენი ეკონომიკური განვითარებისა და წარმატების გარანტირებს არავინ მოგვართმევს",_ განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.