რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა სამ ფედერალურ არხს ინტერვიუ მისცა, რომელშიც თავისი გადაწყვეტილება რუსეთის პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობის უარის თქმის შესახებ იმით ახსნა, რომ პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ პუტინი ქვეყნის ყველაზე ავტორიტეტული პოლიტიკოსია და მისი რეიტინგი "რამდენადმე მაღალია".
"რა თქმა უნდა ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა, რომ მოქმედი პრეზიდენტის მიმართ საკმაოდ მაღალია ნდობის მაჩვენებელი, მაგრამ მეორეს მხრივ მე ვაქცევ ყურადღებას იმას, რომ პრემიერ-მინისრი პუტინი, მოცემულ მომენტში ყველაზე ავტორიტეტული პოლიტიკოსია ქვეყანაში და მისი რეიტინგი რამდენადმე მაღალია.
რატომღაც ამაზე არავის საუბრობს, არადა სინამდვილეში ეს პრაქტიკული, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი რამ არის, რომელიც მენისმიერმა პოლიტიკოსმა უნდა გაითვალისწინოს", _ აცხადებს მედვედევი.
მისივე თქმით, ის და ვლადიმერ პუტინი, უბრალოდ ვალდებულნი არიან ერთმანეთი დააზღვიონ.
"მე და ვლადიმერ ვლადიმერის ძეს ორი უმაღლესი პოზიცია გვიჭირავს: პრეზიდენტის და პრემიერ-მინისტრის და პრინციპში ჩვენ ვალდებულიც კი ვართ დავაზღვიოთ ერთმანეთი", _ აცხადებს მედვედევი.