საქართველოს პრეზიდენტმა ეროვნული გვარდიის ახალი შენობა გახსნა და ეროვნული გვარდიის კონცეფციაზე ისაუბრა. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ეროვნულ გვარდიაში სერიოზული რეფომები გატარდა.
"მართალია უხმაუროდ, მაგრამ გატარდა ძალიან მტკივნეული რეფორმები, მათ შორის, პირად შემადგენლობასთან მიმართებაში. ჩატარდა ძალიან სერიოზული ატესტაციები, სერიოზულად ამაღლდა თითოეული მებრძოლის, ოფიცრის მომზადების დონე. მკვეთრად ამაღლდა მოთხოვნები",_ განაცხადა პრეზიდენტმა და დასძინა, რომ საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მოდის ახალი შევსება და მომავალში ეს ასევე გაგრძელდება.