რუსეთის პრემიერ-მინისტრმა ვლადიმერ პუტინმა სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. პრემიერ-მინისტრს ლეონიდ ლაკერბაიას თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის მთავრობის პრეს-სამსახური ავრცელებს.
"დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი საქმიანობა მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე ხელს შეუწყობს რესპუბლიკის აღდგენა-განვითარებასთან დაკავშირებულ საკითხებს და ჩვენს ქვეყნებს შორის მეგობრული ურთიერთობებისა და კონსტრუქციული თანამშრომლობის გაღრმავებას. მთელი გულით გისურვებთ ჯანმრთელობას და წარმატებას აფხაზი ხალხის საკეთილდღეოდ მიმართულ მუშაობაში ", _ ნათქვამია ვლადიმერ პუტინის მისალოც დეპეშაში.
მასალის გამოყენების პირობები