სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ე.წ. აფხაზეთის რესპუბლიკის 2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი პირველი მოსმენით მიიღო. ბიუჯეტი უდეფიციტოა და მისი საშემოსავლო და ხარჯვითი ნაწილი 3, 875 მილიარდ რუსულ რუბლს შეადგენს.
აფხაზეთის ე.წ. ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი ბესლან კუბრავა აცხადებს, რომ აფხაზეთის საკუთარი შემოსავალი ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილში 1, 935 მილიარდ რუსულ რუბლს შეადგენს, რაც 382 მილიარდით მეტია 2009 წლის ბიუჯეტთან შედარებით. ამასთან ერთად, აფხაზეთის საკუთარი შემოსავლების ზრდა 24, 6 % შეადგენს.
"რაც შეეხება ფინანსურ დახმარებას 2010 წელს, იგეგმება, რომ მისი მოცულობა 1,935 მილიარდ რუსულ რუბლს შეადგენს. ეს დახმარება 2009 წელთან შედარებით 381,2 მილიონი რუსულ რუბლითაა შემცირებული", _ იუწყება აფხაზური მხარე.
ბიუჯეტის საკუთარი შემოსავლების სტრუქტურაში, საგადასახადო შემოსავლებით 1,321 მილიარდი რუსულ რუბლის მიღება იგეგმება, არასაგადასახადო შემოსავლებით კი 614,9 მილიონი რუსულ რუბლის მიღება.
მასალის გამოყენების პირობები