თბილისში, სპორტის სასახლეში, უეფა-ს ფუტსალის თასის ძირითადი ეტაპის გათამაშება აიღებს სტარტს. გათამაშება 30 სექტემბრამდე გაგრძელდება. მასში 4 გუნდი მონაწილეობს - "იბერია სტარი" (საქართველო), "სლოვ-მატიკი" (სლოვაკეთი), "მაპიდი" (ბელარუსი) და "ჟენევა" (შვეიცარია).
ძირითად ეტაპში მონაწილე ოთხი გუნდიდან ორი საუკეთესო უეფა-ს ფუტსალის თასის "ელიტ რაუნდში" გადაინაცვლებს, სადაც ევროპის 16 საუკეთესო გუნდი ითამაშებს.
ქართული "იბერია სტარი", რომელშიც ბრაზილიელი ლეგიონერებიც თამშობენ, ძირითად ეტაპზე წარმატებული გამოსვლისთვის ემზადება და "ელიტ რაუნდში" გასვლას გეგმავს. გუნდი პირველ შეხვედრას 18:00 საათზე ბელორუსის "მაპიდის" წინააღმდეგ გამართავს. შემდეგ მატჩში 28 სექტემბერს შვეიცარიის "ჟენევას" დაუპირისპირდება, ხოლო 30 სექტემბერს სლოვაკეთის "სლოვ-მატიკის" წინააღმდეგ ითამაშებს.
შეხვედრებზე დასწრება უფასოა. რეპორტაჟები მაუწყებლის პირდაპირ ეთერში გადაიცემა.
"იბერია სტარი" ევროპაში ერთადერთი გუნდია, რომელსაც "უეფა-ს ფუტსალის თასის" ყველა გათამაშებაში აქვს მონაწილეობა მიღებული. ამჟამად იგი უეფა-ს რეიტინგში მე-8 ადგილზეა.