აფხაზეთის საერთაშორისო აღიარების პროცესი თანამიმდევრულად მიმდინარეობს. ეს განცხადება აფხაზ სეპარატისტთა ლიდერმა ალექსანდრე ანქვაბმა საერთაშორისო დონეზე, აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების პროცესის მიმდინარეობის კომენტირებისას გააკეთა.
"ჩვენ არსად არ გვეჩქარება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია აღიარება სწორედ რუსეთის მხრიდან. კონსულტაციები აფხაზეთის აღიარების პროცესთან დაკავშირებით მიმდინარეობს. ჩვენ ამ პროცესზე გაცნობიერებულად და მიზანმიმართულად ვმუშაობთ", _ აცხადებს ალექსანდრე ანქვაბი.