"სიტყვები არ მყოფნის თამაზ ჭილაძის პიესაზე, რომელიც რობიკოსეული ხერხებით იქნა ნაჩვენები; სტურუას ესთეტიკაზე, ნაფიქრალზე, სიღრმეებზე და შემოქმედებით ხედვაზე. ძალიან მეცოდება ქართველი ერი, სტურუას მიერ გადმოცემული ესთეტიკის გარეშე რომ დარჩება. "ნადირობის სეზონი" უბრწყინვალესი სპექტაკლი იყო, რომელსაც თან სევდა ახლავს. სევდა - ყველამ იცის რატომ. რობიკოს სპექტაკლების პრემიერები ყოველთვის ემოციური საღამო იყო და არც ეს დღე გახდა გამონაკლისი. ამან კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ ძალიან დიდი ოსტატი რეჟისორი გვყავს რობიკოს სახით", - განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" რუსთაველის თეატრის მსახიობმა ტრისტან სარალიძემ.
შეგახსენებთ, რომ 23 სექტემბერს რუსთაველის თეატრში რობერტ სტურუას სპექტაკლი "ნადირობის სეზონის" პრემიერა გაიმართა, რითაც რეჟისორი რუსთაველის თეატრში სამხატვრო ხელმძღანელის სტატუსს გამოემშვიდობა.