კოდორის ხეობაში კუბანის კაზაკთა მხედრობის შავი ზღვის განყოფილების კაზაკთა სამხედრო სწავლება გაიმართა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
"ახლანდელი სამხედრო სწავლების მონაწილეებიდან კოდორში ბევრი პირველად როდი იყო. ისინი ჯერ კიდევ ქართულ-აფხაზურ კონფლიქტში მონაწილეობდნენ. მეთაურის თქმით, წვრთნის ჩასატარებლად კოდორის ხეობა შემთხვევით როდი აირჩიეს - აქაური პირობები საბრძოლოსთან ძალიან მიახლოებულია", _ იუწყება რუსული მედია.
სამხედრო წვრთნაში მონაწილეობას იღებდნენ - სოჭის, ადლერის, ლაზარევსკის, ტუაფსეს და გელენჯიკის რაიონული განყოფილებების წარმომადგენელი კაზაკები, რომლებიც, რუსული მედიის თქმით, "ადგილობრივი მოსახლეობის გასახარად, სოხუმში დამკვიდრდნენ".