აფხაზი სეპარატისტები მიესალმებიან რუსეთის პრემიერის გადაწყვეტილებას - 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში პრეზიდენტის თანამდებობაზე იყაროს კენჭი. ეს განცხადება აფხაზ სეპარატისტთა ლიდერმა, ალექსანდრე ანქვაბმა, რუსეთის ფედერაციის სათათბიროს სპიკერ ვალენტინა მატვიენკოსთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა, რომელიც სოხუმში ანქვაბის ე.წ. ინაუგურაციაზე დასასწრებად იყო ჩასული.
"ორმა ლიდერმა, ორმა ხელმძღვანელმა მთელ მსოფლიოს აჩვენა დამოკიდებულება აფხაზეთის მიმართ. ხვალინდელი დღე ჩვენთვის სულერთი ნამდვილად არ არის. რუსეთის მიზანდასახული მოძრაობა წინ - ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია აფხაზეთისთვის. რუსეთთან თანამშრომლობის მთელი კომპლესი ქვეყნის თავისუფალ განვითარებას უზრუნველყოფს", _ განაცხადა აფხაზ სეპარატისტთა ლიდერმა.