"არ მინდა დავიჯერო, რომ რობიკოს ვემშვიდობებით. ოპტიმისტურად ვარ განწყობილი და ზოგიერთებივით ცრემლებს არ დავღვრი. ვიცი, რომ რობიკო ჩვენი თეატრის გარეშე ვერ გაძლებს. 48 წელი ცოტა არ არის. ვფიქრობ, ეს დროებითი ამბავია, ისევ დაბრუნდება რობიკო და არის ამის ნიშნები, რომ ისევ დადგას სპექტაკლები. ის დირექტორი იქნება, სამხატვრო ხელმძღვანელი თუ მეხანძრე - ამას მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია იყოს და სპეტაკლები დადგას", - განაცხადა "ჯი-ეიჩ-ენთან" რუსთაველის თეატრის მსახიობმა ჯემალ ღაღანიძემ.
შეგახსენებთ, რომ 23 სექტემბერს რუსთაველის თეატრში რობერტ სტურუას სპექტაკლი "ნადირობის სეზონის" პრემიერა გაიმართა, რითაც რეჟისორი რუსთაველის თეატრში სამხატვრო ხელმძღვანელის სტატუსს გამოემშვიდობა.