შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, უწყების მიერ შპს "ტელეკომპანია კავკასიის" მიმართ განხორციელდა კანონის ყველა ნორმის დაცვით გათვალისწინებული პროცედურა.
შემოსავლების სამსახურის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ტელეკომპანია კავკასიას სექტემბერში დეკლარირებული გადასახადის საფუძველზე, წარმოეშვა დავალიანება, რომლის გადახდა ამ კომპანიის მიერ არ განხორციელდა კანონით განსაზღვრულ ვადაში. შესაბამისად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 243-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, ავტომატურ რეჟიმში დაედო ინკასო ორგანიზაციის ანგარიშებს. მართვის ელექტრონული სისტემა, რომელშიც ჩართულია ყველა გადამხდელი, ავტომატურად ახორციელებს ანალოგიურ ოპერაციებს.
გადაწყვეტილება საბანკო ანგარიშებიდან საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის შესახებ, იმავდროულად გაეზავნა გადამხდელს საკუთარ ვებპორტალზე.
ამ ეტაპისთვის მოხდა დავალიანების დაფარვა და ასევე, ავტომატურ რეჟიმში, შპს "ტელეკომპანია კავკასიის" ანგარიშებიდან, შემოსავლების სამსახურის მართვის ელექტრონული სისტემის მიერ მოიხსნა ინკასო.