სეპარატიტული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის სასაზღვრო სამმართველოს "სასწრაფოდ სარგებლობისათვის" გალის რაიონის სოფელ თაგილონში და გულრიფშის რაიონის სოფელ დრანდაში მიწის ნაკვეთები გამოუყო. თაგილონში გამოყოფილი მიწის ნაკვეთის ფართობი 0,09 ჰა-ს შეადგენს, ხოლო დრანდაში 2,25 ჰა.
აფხაზური მხარის ინფორმაციით, აღნიშნული მიწის ნაკვეთები რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის სასაზღვრო სამმართველოს იმ ხელშეკრულების მოქმედების ვადის დროით გადაეცა, რომელი ხელშეკრულებაც აფხაზეთსა და რუსეთს შორის საზღვრის ერთობლივი დაცვის შესახებაა გაფორმებული.