რუსეთი მომავალშიც გააგრძელებს აფხაზეთის დახმარებას - ეს განცხადება რუსეთს ფედერაციის საბჭოს სპიკერმა ვალენტინა მატვიენკომ აფხაზ სეპარატისტთა ლიდერთან ალექსანდრე ანქვაბთან შეხვედრისას გააკეთა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
"ჩემთვის ძალია სასიამოვნოა, რომ ჩემი პირველი ვიზიტი, ფედერაციის საბჭოს სპიკერის რანგში სწორედ აფხაზეთში განხორციელდა", _ განაცხადა მატვიენკომ შეხვედრაზე და ანქვაბს, რუსეთის პრეზიდენტის მილოცვა გადასცა.
თავის მხრივ ანქვაბმა მადლობა გადაუხადა მატვიენკოს და აღნიშნა, რომ აფხაზეთი რუსეთის მხარდაჭერასა და დახმარებას ყოველთვის გრძნობს.
"რუსეთი აფხაზეთის სტრატეგიული პარტნიორია და იმედი მაქვს ჩვენი ურთიერთობები სულ უფრო მჭიდრო გახდება, ადრე ხელმოწერილი შეთანხმებების ფარგლებში", _ განაცხადა ანქვაბმა.