რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა ოს სეპარატისტთა ლიდერს, ედუარდ კოკოითის, ე.წ. სამხრეთ პსეთის "რესპუბლიკად გამოცხადების 21-ე წლისთავი მიულოცა". ინფორმაციას ამის შესახებ ე.წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი ავრცელებს.
"ძვირფასო ედუარდ ჯებეს ძევ, მიიღეთ გულითადი მილოცვა რესპუბლიკა სამხრეთ ოსეთის გამოცხადებასთან დაკავშირებით. ეს ემოციური დღე მყარად შევიდა თქვენი სახელმწიფოს ისტორიაში", _ სწერს მედვედევი და იმედს გამოთქვამს, რომ მიმდინარე წელს დანიშნული "საპრეზიდენტო არჩევნები დემოკრატიული მიღწევების დასტური იქნება".
"მეგობრულ სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკას მომავალშიც უნდა ჰქონდეს რუსეთს დახმარების იმედი", _ აცხადებს დასასრულს მედვედევი.