დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ საბათლოში ჯილეხის გავრცელების საშიშროებაა. ჯილეხი უკვე აღმოაჩნდა 76 წლის ვიქტორ საფარიანს, რომელიც მკურნალობას თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში გადის. საფარიანს ჯილეხი საქონლისგან გადაედო. ჯილეხით დაავადებული საქონლის ხორცი პოლიციამ ამ დრომდე ვერ ამიღო.
როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს დედოფლისწყაროს პოლიკლინიკა - საავადმყოფოს გაერთიანების დირექტორმა ვანო ნატროშვილმა განუცხადა, სოფელ საბათლოში მდგომარეობას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სპეციალისტები სწავლობენ. `სოფელში სახიფათო სიტუაციაა, პირუტყვიც დაიხოცა~, - განაცხადა ნატროშვილმა.
სოფელ საბათლოში საქონლის აცრას იწყებს ვეტერინარიის სამსახური. დედოფლისწყაროს მთავარი ვეტერინარის დავით ვეშაგურიძის ცნობით, ვეტერინარიის სამსახურმა 1200 ვაქცინა უკვე მიიღო.