აფხაზმა სეპარატისტებმა "როსნეფტთან" 15-მილიარდიანი ხელეკრულება გააფორმეს. რუსული კომპანია 2010 წლიდან შავი ზღვის გუდაუთის აკვატორიაში ნავთობის მოპოვების დაწყებას გეგმავს. ხელშეკრულების მიხედვით, ასევე გათვალისწინებულია აფხაზეთში ბენზინგასამართი სადგურებისა და თხევადი გაზის კომპლექსების მშემენებლობა.
"დიდი ხანია ამ მიმართულებით ვმუშაობთ. მადლობას ვუხდი რუსულ მხარეს. "როსნეფტის" აფხაზეთში ჩამოსვლა უკვე ნიშნავს იმას, რომ ეს ძალიან სერიოზული ინიციატივაა. ეს ნიშნავს აფხაზეთის შევსებულ ბიუჯეტს და ახალ სამუშაო ადგილებს, ამიტომაცე ჩვენთვის ძალიან მომგებიანი პროექტია",_ აცხადებს აფხაზ სეპარატისტთა ლიდერი სერგეი ბაღაფში.
საერთო ჯამში აფხაზეთში "როსნეფტი" 15 მილიარდი რუბლის ინვეტიციას დააბანდებს.