პოლიტიკური პარტიებისთვის "ეროვნული ფორუმის" მიერ დაგეგმილი საპროტესტო მარში პოლიტიკურად საინტერესო არ იქნება. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" ექსპერტმა რამაზ საყვარელიძემ განუცხადა. მისი თქმით, შეურთდებიან თუ არა მარშს სხვა პარტიები, რთული საკითხია.
"მაგრამ თუ ვისაუბრებთ იმაზე, რომ ამ მსვლელობის მიზანი არის საპროტესტო განწყობილების ჩვენება, მაშინ რაც მეტი ადამიანი იქნება მით უკეთესია. მაგრამ თუ ამოცანაა ის, რომ ამ კონკრეტულმა პარტიამ აჩვენოს თავისი ძალა, მაშინ ბუნევრივია, სხვა პარტიებმა არ უნდა მიიღონ მონაწილეობა. მე როგორც ვფიქრობ, დემონსტრაციის მიზანი უფრო მეორე ვარიანტია, ანუ "ფორუმს" სურს, რომ საკუთარი ხალხის ძალა აჩვენოს. რომ ყოფილიყო მიზანი საზოგადოების უკმაყოფილებების მიზანი, მაშინ ფორუმი სხვა პარტიებს ადრე შეუთანხმდებოდა და ამ თემაზე უფრო მეტი განხილვა იქნებოდა. სხვა პარტიებისთვის დემონსტრაციაზე მისვლა პოლიტიკურად საინტერესო არ იქნება", - განაცხადა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას საყვარელიძემ.
მისი თქმით, გადაწყვეტილება დასაწყისშივე უნდა ყოფილიყო მიღებული და არა ახლა.
"რაც შეეხება გაგრძელდება თუ არ დემონსტრაციები. ის თავისთავად დიდ სქემას უნდა მოიცავდეს, მაგრამ არ ვიცი არსებობს თუ არა რაიმე მონახაზი", - აღნიშნა საყვარელიძემ.
27 სექტემბერს "ეროვნული ფორუმი" გრანდიოზულ საპროტესტო აქციას - "ქართველთა მარშირებას" გეგმავს.