აფხაზ სეპარატისტთა ლიდერი ალექსანდრე ანქვაბი სოჭის მეათე საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმს პირადად დაესწრება. ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზური მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ფორუმის შემაჯამებელ სხდომაზე სიტყვის რუსეთის პრემიერ-მინისტრი ალექსნდრე ანქვები გამოვა.
ფორუმზე, პუტინის თანდასწრებით, გაზსადენ "იუჟნი პოტოკის" აქციონერთა შეთანხმების ხელმოწერა ელიან. გაზსადენმა რუსეთიდან ევროპაში შავი ზღვის ფსკერის გავლით უნდა გაიაროს.
პრემიერის თანდასწრებით ასევე იგეგმება შეთანხმების ხელმოწერა რუსეთში "ფორდის" მარკის ავტომობილებისა და ძრავების წარმოების შესახებ.