რუსეთს აქვს რეალური შანსი ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის წევრობის მოლაპარაკებები მიმდინარე წლის ბოლომდე დაასრულოს. ეს განცხადება ევროკავშირში რუსეთის ელჩმა ვლადიმერ ჩიჟოვმა გააკეთა.
"მე რა თქმა უნდა თარიღს არ დავასახელებ, მაგრამ ხაზგასმით ავღნიშნავ, რომ მიმდინარე წლის ბოლომდე დარჩენილი დრო - ეს რეალური შანსია, რომელიც ჩვენ უნდა გამოვიყენოთ მოლაპარაკებათა დასასრულებლად, რა თქმა უნდა მხარეთა პრინციპული პოზიციების ხარჯზე კი არა, არამედ გონივრულო კომპრომისების ძიების ხარჯზე. ეს ის შანსია, რომლის ხელიდან გაშვება უპატიებელი იქნებოდა",_ აცხადებს ჩიჟოვი და აღნიშნავს, რომ თავად მოლაპარაკებათა იმ ნაწილში მონაწილეობს რომელიც ევროკავშირს ეხება, ანუ ევროკავშირსა და რუსეთს შორის მიმდინარე დისკუსიაში.
წარმომადგენელი არ გამორიცხავს, რომ მალე მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი გაიმართოს. მისივე თქმით, "დარჩენილი შეუთანხმებელი საკითხების რაოდენობა იმდენად მცირეა, რომ მათი თითზე ჩამოთვლა შეიძლება, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს ეს საკითხები მარტივი გადასაწყვეტია".
"ასე რომ იყოს მათ ადრევე გადავწყვეტდით. რაც შეეხება საქართველოს პოზიციას ამ საკითხთან მიმართებაში ჩვენ სახეზე გვაქვს თბილისის მცდელობები ჩართოს მოლაპარაკებათა პროცესში ის საკითხები, რომლებსაც ვმო-სთან პირდაპირი კავშირი არ აქვს", _ აცხადებს ჩიჟოვი.
მისივე თქმით, საუბარი მიდის საქონლის ტრანზიტზე რუსეთსა და საქართველოს შორის აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გავლით.
"ამ საკითხის მგრძნობელობა გასაგებია, ისევე როგორც მისი გადაწყვეტის აუცილებლობა, მაგრამ ამ საკითხის პოლიტიზაცია დაუშვებელია. სამწუხაროდ სწორედ ეს ხდება", _ აცხადებს ჩიჟოვი.