"ალბათ, ვიღაცა ელოდა, რომ მალკოვიჩი თმებს დაიგლეჯდა, ან ვინმეს დააგლეჯდა, და ა.შ. მე რასაც ველოდი დაახლოებით ის მივიღე", - განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" რეჟისორმა, ლევან წულაძემ მალკოვიჩჳს სპექტაკლის შემდეგ.
სპექტაკლმა "ჯოჯოხეთური კომედია - სერიული მკვლელის აღსარებანი" ლევან წულაძეზე დადებითი შთაბეჭდილება დატოვა, თუმცა მისთვის ყველაზე დასამახსოვრებელი, ჯონ მალკოვიჩის უცნაური მსახიობური ნიჭი გახდა.
"მალკოვიჩმა ძალიან კარგი, გონიერი და მნიშვნელოვანი სამსახიობო ნამუშევარი წარადგინა. ის ძალიან კარგი მსახიობია, ძალიან უცნაური, ის თავისუფლება რომელიც მას აქვს სცენაზე, ეს ძალიან დიდი ოსტატობით მიიღწევა. თითქოს არაფერი, მაგრამ, ეს ყველაფერი ძალიან დიდი შრომით შედეგია", - აღნიშნა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში წულაძემ.
შეგახსენებთ, რომ "თბილისის თეატრალურ ფესტივალზე" ჯონ მაკლოვიჩის სპექტაკლი მაყურებელმა ორაზროვნად შეაფასა.