კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი ჯონ მაკლოვიჩის თამაშით აღფთოვანებული დარჩა. რუსთაველის თეატრში, ჯონ მაკლოვიჩის სპექტაკლს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი ნიკოლოზ რურუა დაესწრო. როგორც მან "ჯი-ეიჩ-ენს" განუცხადა, მისთვის ძალიან საინტერესო თავად ჯონ მალკოვიჩი იყო.
"რაც მალკოვიჩმა წარმოადგინა ერთ-ერთი ურთულესი ჟანრია თეატრალურ ხელოვნებაში. ძალიან საინტერესოა თავად მსახიობი. შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ჯონ მალკოვიჩის სპექტაკლმა ბევრ რამეზე დამაფიქრა", - განაცხადა, რურუამ.
შეგახსენებთ, რომ რეჟისორ მაიკლ შტურმინგერის "ჯოჯოხეთური კომედია - სერიული მკვლელის აღსარებანი" ერთი მსახიობის სპექტაკლია. ჯონ მალკოვიჩი 3 წელია რაც ამ სპექტაკლს სხვადასხვა ქვეყნის სცენაზე თამაშობს.
ცნობისთვის, "თბილისის თეატრალური ფესტივალი" ამ სპექტაკლით გაიხსნა.