ე. წ. სამხრეთ ოსეთში ტარდება სილამაზის კონკურსი, სახელწოდებით "მის ოსეთი _ სამხრეთი და ჩრდილოეთი". კონკურსის პირველის ნაწილი ჩრდილო ოსეთში ტარდება. ე. წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტის ინფორმაციით, კონკურსის ორგანიზატორი,'"ყველაზე ტიტულოვანი ოსი ლამაზმანი" ჯოკონდა შენიკერი აცხადებს, რომ ე. წ. სამხრეთYოსეთიდან კონკურსში ორი გოგონა მონაწილეობს.
კონკურსის ორგანიზატორი აცხადებს, რომ მონაწილეთა შერჩევა მკაცრი იქნება.
"ჟიურის შემადგენლობაში მრავალი ახალგაზრდული სააგენტოს წარმომადგენელი შედის, მაშ შორის "მის მსოფლიო" ოქსანა ფიოდოროვა", _ განაცხადა ჯოკონდა შენიკერმა და დასძინა, რომ კონკურსის გამარჯვებული შემდეგ უკვე "მის რუსეთზე" გაემგზავრება.
სილამაზის კონკურსის "მის ოსეთი სამხრეთი და ჩრდილოეთი" ფინალი 27 თებერვალს ვლადიკავკაზში გაიმართება.