სომხეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩის, თენგიზ შარმანაშვილის განცხადებით, საკითხი სომხური ენისთვის რეგიონალური სტატუსის მინიჭების შესახებ საერთაშორისო ურთიერთობის დონეზე არ დგას.
"ეს საქართველოს შიდა საკითხია და უმჯობესია ეს ვკითხოთ აქაურ პოლიტიკოსებს. საერთაშორისო ურთიერთობების დონეზე, ანუ ორ ქვეყანას შორის, ეს საკითხი არ დამდგარა. ამ საკითხთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობისთვის სომხეთის სახელმწიფოს მოთხოვნით ან თხოვნით არ მიუმართავს.