საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე თორნიკე გორდაძე ქართული დიპლომატიისთვის 2012 წლის სირთულეს რუსეთში დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩვენებს უკავშირებს
გორდაძის თქმით, რუსეთში ძალიან ძნელად პროგნოზირებადი სიტუაციაა.
"ძალიან ძნელად პროგნოზირებადი სიტუაციაა რუსეთში. არ ვიცით როგო შეეცდება ამ ქვეყნის მმართველობა შიდა პოლიტიკაში საქართველოს სახელის გამოყენებას",' - განაცხადა გორდაძემ.
მისივე თქმით, 2012 წელი არის ის წელი როდესაც რაღაც გადამწყვეტი ნაბიჯები უნდა გადაიდგას ევროკავშირსა და ნატოსთან საქართველოს ინტეგრაციის თვალსაზრისით.
მისივე განმარტებით, ეს გამოწვევები ნათლად აჩვენებს იმას, რომ მომავალი წლისთვის მოდუნება არ შეიძლება.
შეგახსენებთ, რომ საქრათველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ ლიტველ კოლეგასთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა რომ ქართული დიპლომატიისთვის 2012 წელი იქნება რთული.