საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოაგდილის თორნიკე გორდაძის თქმით, ევროკავშირის მისიის გაგრძელება საქართველოს უსაფრთხოებისთვის პოზიტიური მოვლენააა
მისი თქმით, ეს არა მარტო ჩვენთვის, არამედ ევროკავშირისთვისაც ძალიან დადებითია.
"ევროკავშირი აჩვენებს, რომ მას შეუძლია ჰქონდეს ძლიერი დიპლომატია. ითამაშოს გარკვეული როლი ქვყენის ფარგლებს გარეთ. ასე რომ ეს ყველასYთავის პოზიტიური მოვლენაა. რაღა თქმა უნდა ჩვენც და ევროკავშირიც წუხს იმაზე, რომ ეს მისია ბოლომდე ვერ ასრულებს თავის ფუნქციას. ოკუპირებულ ტერიტორიებზე მათ არ აქვთ უფლება განახორციელონ მონიტორინგი მხოლოდ და მხოლოდ რუსეთის ცალმხრივად არაკონსტრუქციული პოლიტიკის გამო", - განაცხადა გორდაძემ.
მისი თქმით, მას იმედი აქვს რომ მომავალში საერთაშორისო ზეწოლით ეს სიტუაცია შეიცვლება, რადგან ამით თვითონ ევროკავშირია დაინტერესებული.