საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაზე ქართველი დიპლომატების მუშაობას დადებითად აფასებს, თუმცა აცხადებს რომ "ის რაც აქამდე გვაკმაყოფილებდა ახლა საკმარისი აღარ არის".
"ქართველი დიპლომატების მუშაობას დადებითად ვაფასებ, რადგანაც გვაქვს პროფესიონალი, სამშობლოს პატრიოტი დიპლომატიური სამსახური, მაგრამ სამწუხაროდ, ჩვენს წინაშე არსებული გამოწვევები არ მცირდება. ამიტომ ის რაც გვაკმაყოფილებდა, დავუშვათ, 2010 წელს, 2012 წელს იქნება სრულიად მიუღებელი", - განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" გრიგოლ ვაშაძემ.
მისივე განმარტებით, ვინაიდან საქართველომ რესურსებში საკმაოდ შეზღუდულია, ამიტომ ყველა დიპლომატს მათი პროფესიული ვალდებულებების 100 %-ით შესრულება უნდა მოვთხოვოთ.
"ჩვენ არ გვაქვს საშუალება მკვეთრად გავზარდოთ დიპლომატების რაოდენობა. არც იმის საშუალება გვაქვს, რომ დაველოდოთ, როდის გაივლიან ახალგაზრდები დასავლეთის ან ჩვენს უნივერსიტეტებში კურსებს და მოემზადებიან ჩვენთან სამუშაოდ. ამიტომ არსებული რეზერევები მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ და ყველა დიპლომატს თავისი პროფესიული ვალდებულებების 100 %-იანი შესრულება მოვთხოვოთ", - განმარტა ვაშაძემ.
შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში სასტუმრეო "რადისონ ბლუ ივერიაში" ამბასადორიუალი მიმდინარეობს