სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი შამბა ორდღიანი სამუშაო ვიზიტით მოსკოვში გაემგზავრა. აფხაზური მედიის ინფორმაციით, ხვალ 24 დეკემბერს სერგეი შამბა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს შეხვდება. აღნიშნულ შეხვედრაში ასევე მონაწილეობას მიიიღებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დსთ-ს ქვეყნების დეპარტამენტს დირექტორი ანდრეი კელინი და აფხაზეთის ე.წ. ელჩი რუსეთში იგორ ახბა.
შამბა და ლავროვი ხელს მოაწერენ შეთანხმებას რუსეთის დიპლომატიური წარმომადგენლობების აფხაზეთში და აფხაზური დიპლომატიური ე.წ. წარმომადგენლობების რუსეთში განთავსების შეთანხმების პირობების შესახებ. აღნიშნული დოკუმენტის ხელმოწერის შემდეგ პრესკონფერენცია გაიმართება.
აფხაზური მხარე ასევე იუწყება, რომ სერგეი შამბა და სერგეი ლავროვის მოლაპარაკებები 25 დეკემბერს გაგრძელდება. სერგეი შამბას განცხადებით, მოლაპარაკებებისას საუბარი შეეხება აფხაზეთში რუსეთის ფედერაციის საელჩოსა და ელჩის რეზიდენციის აშენებას. ასევე მოსკოვის ცენტრში აფხაზეთის მიერ საელჩოსავის შენობის იჯარით აღების საკითხს.
"ჩვენ ასევე ვაპირებთ განვიხილოთ აფხაზეთისა და რუსეთის თანამშრომლობის პრიორიტეტული საკითხები",_ განაცხადა სერგეი შამბამ.