ოს სეპარატისტთა ლიდერის ედუარდ კოკოითის ე.წ. რწმუნებული პოსტკონფლიტური დარეგულირების საკითხებში ბორის ჩოჩიევი აცხადებს, რომ ქართველმა სამართალდამცავებმა ახალგორის რაიონის მაცხოვრებელი ქალი ხათუნა ჩარაევა დააკავეს. ჩოჩიევის თქმით, ჩარაევა ყალბი ბრალდებით, თბილისში თითქოს 30 000 ყალბი აშშ დოლარით იქნა დაკავებული. ამის გამო, ჩოჩიევის თქმით მომავალში მსგავსი შემთხვევების თავიდან აცილებისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის უსაფრთხოების დაცვის მიზნით არ არის გამორიცხული ე.წ. საქართველოსა და სამხრეთ ოსეთის საზღვრის გადალახვა უფრო გამკაცრდეს ან საზღვარი საერთოდ ჩაიკეტოს.
"საქართველოს ხელისუფლება ახალგორის რაიონის მოსახლეობის ცხოვრებისათვის უფრო აუტანელი პირობების შექმნისათვის ახალ პირობებს მიმართავს. ახლა უკვე რაიონის მაცხოვრებლებს სხვა და სხვა ბრალდებებთ აკავებენ და ამით ხელს უწყობენ რაიონის მოსახლეობისგან დაცლას. ჩარაევას დაკავების შესახებ უკვე ვაცნობეთ ევროკავშირის დამკვირვებლებს",- აცხადებს ჩოჩიევი და დასძენს, რომ ახალგორის რაიონის მოსახლეობა დევნილი სწორედ საქართველოს ხელისუფლების გამო გახდა "ისინი თავიანთი სახლებიდან არავის გაუყრია".