სეპარატისტული აფხაზეთი ახლო აღმოსავლეთისა კარიბის ზღვი ქვეყნებთან აქტიურ კონტაქტებს აწარმოებს. ეს განცხადება აფხაზ სეპარატისტთა ლიდერმა სერგეი ბაღაფმა გააკეთა.
"ჩვენ აქტიურ კონტაქტს ვაწარმოებთ ირანის წარმომადგენლებთან, რომლებიც უკვე იმყოფებოდნენ აფხაზეთში. ისინი ასევე იყვნენ უკვე მოსკოვში. ირანი მზადაა მონაწილეობა მიიღოს აფხაზეთში მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებში",_ განაცხადა სერგეი ბაღაფშმა რუსულ მედიასთან საუბრისას და დასძინა, რომ "ირანის მიერ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ საუბარი ჯერ ჯერობით ნაადრევია. აფხაზეთი აქტიურ დიპლომატიურ კონტაქტებს აწარმოებს ახლო აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებთან ასევე კარიბის ზღვის ქვეყნებთანაც",_ აცხადებს სერგეი ბაღაფში.