აშშ-ს სენატმა მხარი დაუჭირა პრეზიდენტ ბარაკ ობამას მიერ შეთავაზებულ ჯანდაცვის რეფორმას. ობამამ რომელიც აცნობიერებდა რა ამ მოვლენის მნიშვნელობას პირობა დადო, რომ შვებულებაში ფინალური კენჭისყრის გამართვამდე არ წავიდოდა. პრეზიდენტი ოჯახთან ერთად თავის მშობლიურ ჰავაის შტატში აპირებს გამგზავრებას. როგორც მოსალოდნელია წარმომადგენელთა პალატა ფინალურ კენჭისყრას 24 დეკემბერს გამართავს.
რესპუბლიკელმა პრეზიდენტმა თავისი დამარცხება აღიარეს, თუმცა ისინი მაინც აპირებენ ჯანდაცვის რეფორმის უუნარობის დამტკიცებას კონგრესის არჩევნების დროს, რომელიც მომავალი წლის ნოემბერშია დაგეგმილი.
დამკივირვებლები აღნიშნავდნენ, რომ კენჭისყრის წინაც აღნიშნული რეფორმის ბედი ჯერჯერობით გაურკვეველი იყო. გადაწყვეტილების მისაღებად დემოკრატებს რომლებსაც კონგრესის პალატაში 58 ადგილი აქვთ 100-დან როგორც მინიმუმ 60 ხმა სჭირდებოდათ. აქამდე 40-მდა სენატორ რესპუბლიკელმა ობამას რეფორმას ბოიკოტი გამოუცხადა, ამიტომაც დემოკრატების გამარჯვების შანსები მინიმალური იყო.
საბოლოო ჯამში კანონპროექტს ხმა მაინც 60-მა სენატორმა მიცა. 58-მა დემოკრატმა და ორმა დამოუკიდებელმა ექსპერტმა. ობამამ ამ შედეგებს "ამერიკელი ხალხის დიდი გამარჯვება" უწოდა.
იმასთან დაკავშირებით, რომ კანონპროექტი შობის წინ იყო მიღებული, რეფორმის მომხრეებმა მას ამერიკელებისათვის გაკეთებული საჩუქარი უწოდეს.
აღნიშნული კანონპროექტის წარმომადგენელთა პალატაში მხარდაჭერის შემდეგ შეიქმნება შეთანხმებითი კომისია, რომელშიც ორივე პალატის წარმომადგენლები შედიან და შემუშავდება ერთიანი კანონპროექტი. მისი კენჭისყრა იანვარშია დაგეგმილი.