კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი ნიკა რურუა თანამდებობიდან გათავისუფლების შემდეგ რეჟისორ რობერტ სტურიასთვის ახალი წინადადების შეთავაზებას კატეგორიულად უარყოფს
"ჩვენ ასეთ შეთავაზებას არ ვაკეთებთ, ეს ჩვენი პრეროგატივა არ არის. რაც შეეხება რობერტ სტურუას განცხადებას მას არ ვიცნობ და მისი შინაარსი თეატრის მმართველ ბატონ ზაალ ჩიქობავასთან უნდა გადაამოწმოთ" - განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" ნიკა რურუამ მთავრობის დღევანდელი სხდომის დაწყების წინ.
შეგახსენებთ რომ რეჟისორ რობერტ სტურუას მტკიცებით თანამდებობიდან გათავისუფლების შემდეგ მას სეზონზე მხოლოდ ორი სპექტაკლის დადგმა და "დიდი ჰონორარი" შესთავაზეს.