ხვალ, 7 სექტემბერს, ბათუმში Caucasus Open Poker Tournament-ი დასრულდება. ტურნირის ორგანიზატორია "ევროპაბეთი".
ტურნირი 2 სექტემბერს გაიხნა. მანამდე კი, 31 აგვისტოს, "ბათუმის შერატონში" პოკერის საერთაშორისო ტურნირ Caucasus Open Poker Tournament (COPT)-სთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გაიმართა.
პრესკონფერენციაზე ტურნირის შესახებ ისაუბრეს ქალაქ ბათუმის მთავრობის წარმომადგენლებმაი, ევროპაბეთის ადმინისტრაციამ და ტურნირის დირექტორმა სპეციალურად აზერბაიჯანიდან მოწვეულმა ნაზიმ იზმაილოვი.