რამდენიმე საათში საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები მალტის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება. მატჩი მალტაში, "ტა ქალის" სტადიონზე, 22:30 საათზე დაიწყება.
საქართველოსთვის ეს ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე სტუმრად ჩატარებული ბოლო შეხვედრა იქნება.
არც საქართველოს და არც მალტას შემდეგ ეტაპზე გასვლის არანაირი შანსი აღარა აქვს. საქართველოს 8 მატჩი 9 ქულა აქვს, ხოლო მალტამ 7-იდან 7 მატჩი წააგო და 0 ქულით ჯგუფში ბოლო ადგილზეა.
მომდევნო მატჩს საქართველო ოქტომბერში, საბერძნეთის წინააღმდეგ, თბილისში გამართავს.