დღეს, 5 სექტემბერს, საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეხუთე ტურში ბულგარეთის ნაკრებს შეხვდება.
გამარჯვების შემთხვევაში საქართველოს ნაკრები ჯგუფიდან გასვლის რეალურ შანს შეინარჩუნებს.
ამ დროისთვის საქართველოს ნაკრებს 4 მატჩი აქვს ჩატარებული, რომელშიც ორი გამარჯვება მოიპოვა, ორში კი დამარცხდა.
პირველ შეხვედრაში საქართველომ ბელგია 21-ქულიანი სხვაობით 81:69 დაამარცხა. მეორე ტურში "ჯვაროსნები" რუსეთთან დამარცხდნენ ანგარიშით 58:65, მესამე შეხვედრა კი სლოვენიასთან - 75:87 წააგეს.
მეოთხე ტურში საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა უკრაინის ნაკრები 69:53 დაამარცხა.