საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ლიტვაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეოთხე ტურში უკრაინის ნაკრები 69:53 დაამარცხა.
დღევანდელ მატჩში „ჯვაროსნებთა" მხრიდან ერთბაშად რამდენიმე კალათბურთელი გამოირჩეოდა. გიორგი ცინცაძემ 14 ქულა , 3 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა მოაგროვა, მანუჩარ მარკოიშვილმა ასევე 14 ქულას 3 მოხსნა და 5 შედეგიანი გადაცემა მიამატა, 19 წლის თორნიკე შენგელიამ კი 12 ქულა, 7 მოხსნა და 1 პასი მიითვალა. მოხსნებში საუკეთესო შედეგი სანიკიძეს ჰქონდა. ორივე ფარზე მან მთლიანობაში 12 მოხსნა განახორციელა. საქართველოს ნაკრების კაპიტან ზაზა ფაჩულიას ანგარიშზე 6 ქულა, 6 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემაა.
საქართველოს ნაკრები ჯგუფიდან გასვლის რეალურ შანს შეინარჩუნებს.
ამ დროისთვის საქართველოს 4 მატჩი აქვს ჩატარებული, რომელშიც ორი გამარჯვება მოიპოვა, ორში კი დამარცხდა.
პირველ შეხვედრაში საქართველომ ბელგია 21-ქულიანი სხვაობით 81:69 დაამარცხა. მეორე ტურში "ჯვაროსნები" რუსეთთან დამარცხდნენ ანგარიშით 58:65, მესამე შეხვედრა კი სლოვენიასთან დათმო - 75:87.
ბოლო შეხვედრას ჯგუფში საქართველო ხვალ, ბულგარეთის წინააღმდეგ გამართავს.