საქართველოს ა და უკრაინის საკალათბურთო ნაკრებების თამაშს, რომელიც ლიტვის ქალაქ კლაიპედაში იმართება, მთავრობის სხვა წევრებთან ერთად პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაურიც ესწრება.
საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელი ერთ-ერთია იმ გულშემატკივრებს შორის, რომლებიც კლაპედაში 3 ჩარტერული რეისით ჩაფრინდნენ.
თამაშის პირველი ნახევარი უკრაინის ნაკრების სასარგებლოდ 33:30 დამთავრდა.
შეხვედრაში გამარჯვების შემთხვევაში საქართველო ჯგუფიდან გასვლის რეალურ შანნს შეინარჩუნებს, დამარცხების შემთხვევაში კი "ჯვაროსნებს" შემდეგ ეტაპზე გასასვლელად მხოლოდ თეორიული შანსებიღა დარჩება.
ამ დროისთვის საქართველოს 3 მატჩი აქვს ჩატარებული, რომელშიც ერთი გამარჯვება მოიპოვა, ორში კი დამარცხდა. პირველ შეხვედრაში საქართველომ ბელგია 21-ქულიანი სხვაობით 81:69 დაამარცხა. მეორე ტურში "ჯვაროსნები" რუსეთთან დამარცხდნენ ანგარიშით 58:65, მესამე შეხვედრა კი სლოვენიასთან დათმო - 75:87.